Saturday, March 15, 2014


დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფროსები
და თან ამასაც ამატებენ:კომპიუტერი მოკლავს წიგნს. მერწმუნეთ ეს არ მოხდება. წიგნმა
მრავალ საუკუნეს გაუძლო და დღემდე სახეზე გვაქვს, თანაც უფრო და უფრო ვითარდება და
საინტერესო ხდება წიგნის მოხმარება, ხოლო კომპიუტერი რამოდენიმე ათეული წელია რაც შეიქმნა
და კაცმა არ იცის ის რამდენ ხანს იქნება ჩვენს ცხოვრებაში. წიგნმა თავისი ძლიერება
დაგვიმტკიცა და სამყაროს აღსასრულამდე იარსებებს ის. წიგნი არის განათლების და ინფორმაციის
მიღების ერთი-ერთი საუკეთესო საშუალება. ადამიანი წიგნის კითხვის დროს იმ კონკრეტულ
მოვლენას აღიქვამს რაც წიგნში წერია, იქ მოტანილი გმირების აზრებსაც განიცდის და მთლიანად
წიგნში არის შესული გონებით. ხოლო როდესაც კომპიუტერით კითხულობ მხოლოდ თვალების დაღლას
და მობეზრებას ვგრძნობთ. თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანს აკლია რაიმე განცდა, რაც
მხოლოდ წიგნმა უნდა შეავსოს? ჩემი აზრით ადამიანს ნამდვილად აკლია მსგავსი განცდები,
რადგან რაც მხოლოდ წიგნს შეუძლია ეს სხვა ვერანაირ ნივთს არ ძალუძს. წიგნი ადამიანს
აიძულებს იფიქროს, გონება დაძაბოს და ფანთაზიის უნარი გამოიმუშავოს. ხოლო თანამედროვე
ცხოვრებაში შეუძლია რაიმე სხვას ამ განცდების შევსება? კომპიუტერს. კომპიუტერით შეგვიძლია
მრავალი ინფორმაციის მოძიება მარტივად, უპრობლემოდ და ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე.
რაც გვხვდის ტექნოლოგიის ზემოქმედების ქვეშ. გონებას კომპიუტერი ფიქრის საშუალებას
არ აძლევს ის მარტივად გვეხმარება. სიმარტივე უპრობლებომა გვხვდის სუსტ ადამიანებად
და გვიჩლუნგებს გონებას. როგორც ზემოთ ავღნიშნე წიგნით ინფორმაციის მოძიება გაცილებით
რთულია რითაც ჩვენ გონებას ვხსნით და ვყალიბდებით გონიერ, მოაზროვნე პიროვნებად. ჩვენ
თითქოს კომპიუტერს ვმართავთ და ვართ მასზე ბატონები ხოლო ის მონა, თუმცა საბოლოოდ გამოდის
რომ მონა მასთან შედარებით ჩვენ გამოვდივართ.კომპიუტერი სიმარტივეს გვაჩვევს ხოლო წიგნი
სირთულეს. დამეთანხმებით მიზნის მიღწევისას სიმარტივე ადამიანისათვის უინტერესოა ხოლო
სირთულის დაძლევა ფასეულია. დროა დავსვათ იგივე კითხვა: კომპიუტერი თუ წიგნი?? ჩემი
თვალსაზრისი მოგახსენეთ და გადაწყვეტილება თქვენზეა. თინეიჯერი მოზარდი ვარ და ჩემთვის
წიგნი უპირატესია, მაგრამ ეს შინაგანაც. ხოლო რეალურად კომპიუტერთან დიდ დროს ვატარებ
და ბოლოს წიგნი როდის წავიკითხე რთული გასახსენებელია. ესეთი სავალალო მდგომარეობაა
მოზარდების უმეტეს ნაწილში. ინგლისში კვლევის შედეგად მოზარდების 90%-ს სახლში წიგნი
არ აქვს. ესე თუ გაგრძელდა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს ეს ფაქტი, მაგრამ წიგნი ღვრთივკურთხეულია
და მის დამარცხებას ვერაფელი შესძლებს !